world icon geo drop down arrow
world icon geo drop down arrow
ACT-ის დიდი ნახტომი
საინტერესო ინსაიტები
09.06.2021

კოვიდ პანდემიის დაწყებასთან ერთად ეკონომიკურმა დაღმასვლამ საზოგადოება სამსახურების დაკარგვისა და შემოსავლების შემცირების წინაშე დააყენა. შემოსავლების მკვეთრი შემცირება, პირდაპირ კავშირშია მომხმარებლების მყიდველობითუნარიანობასთან და თუ პარალელურად, დღევანდელ ბაზარზე საკვებზე ფასების მზარდ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, სურათი არც ისე სახარბიელო გამოდის. ფაქტია, ის ყველაზე მწვავედ ურტყამს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ საკვებზე იხარჯება.


მაშინ როცა წინა წელთან შედარებით, 2021 წელს გლობალურად საკვებზე ფასები საშუალოდ 14%-ით გაიზარდა (მსოფლიო ბანკი, საკვების ფასების ინდექსი 2021), საქართველოც არ ჩამორჩა აღნიშნულ ნეგატიურ ტენდენციას. ეისითიში, მიმდინარე წლის აპრილში სწორედ საკვებზე გაზრდილი ფასების გავლენით დავინტერესდით და რესპონდენტები, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საკვებზე გაწეული ხარჯების დინამიკაზე, პროდუქტების გამოყენების სიხშირეზე გამოვკითხეთ.


ზრდის მასშტაბები


გაზაფხულზე სოციალური მედია საქართველოში ზეთზე ფასების რეკორდულმა ზრდის ამბავმა დაიპყრო და აღნიშნული, ყველაზე პოპულარულ სახუმარო თუ სამსჯელო თემად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ, ზეთის ფასმა დღეს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ამ ამბავში, სამწუხაროდ ზეთი ერთადერთი მთავარი გმირი არ აღმოჩნდა და პანდემია, საკვებზე ფასების კოლოსალური ზრდის კატალიზატორად მოგვევლინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში სურსათის კატეგორიაში ფასები 0.3%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, რაც ინფლაციის 7.2%-იან მაჩვენებლეში 0.1%-იანი ზრდით აისახა. საკვების ჯგუფებში ფასები ყველაზე მეტად ხილსა და ზეთზე, თევზეულსა და ტკბილელულზე გაიზარდა:




ჩვენს მიერ გამოკითხული 401 რესპონდენტიდან უმეტესობა აღნიშნავს ფასების მკვეთრ ზრდას და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, საკვებზე გაწეული მათი ხარჯები უფრო და უფრო გაიზარდა. ასაკობრივ ჭრილში თუ შევხედავთ, სურათი ანალოგიურია ყველა ჯგუფისთვის -18-34 წლის, 35-54 წლისა და 55+ წლის რესპონდენტების უმრავლესობისთვის (საშუალოდ 75%), საკვებზე ფასების ზრდა ბოლო 6 თვის განმავლობაში საგრძნობია.


ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა ყველაზე ხშირად (ყოველდღე, კვირაში რამდენჯერმე) პურსა და პურპროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებსა და ტკბილეულს მოიხმარს. შედარებით იშვიათად მოიხმარენ ნახევარფაბრიკატებსა და კონსერვებს, თევზეულსა და ზეთს, კარაქს, შაქარსა და ყველს. ამ ჩამონათვალს საქსტატის ფასების დინამიკას თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ მომხმარებლებს მათ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი საკვები პროდუქტები გაუძვირდათ. ჩამოთვლილი პროდუქტები, მომხმარებლების კალათაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებენ მოხმარების სიხშირით. 




შოკის გავლენა


მოკლედ რომ შევაჯამოთ, პანდემია და მისი უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე მოულოდნელი არ ყოფილა - საკვების მიწოდების ჯაჭვის გარღვევა და პროცესების შეფერხება ლოგიკურად, ანალოგიური კრიზისების თანმდევია. კოვიდმა გლობალური სასურსათო ღირებულების ჯაჭვების ფუნქციონირება შეაფერხა, რაც სურსათის მიწოდების ყველა ფაზას შეეხო. აღნიშნულის საწყისი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ შემოღებული შეზღუდვები იყო.2


დღეისთვის, საკვების ფასებს პანდემიით გამოწვეულ შოკთან უწევს გამკლავება. ფასები იზრდება როგორც თვიდან-თვემდე, ისე წლიურ ჭრილშიც. მართალია, განვითარებადი, საკვების იმპორტიორი ქვეყნები კოვიდით გამოწვეული ფასების ზრდის პირველი სამიზნეა, თუმცა იმპორტ-დამოკიდებულ საქართველოში, რომელზეც სხვა გარეგანი ეკონომიკური ფაქტორებიც აქტიურად მოქმედებს, თუნდაც ქართული ვალუტის გაუფასურება, პროდუქტებზე ფასის ზრდა კიდევ უფრო შესამჩნევი და საგრძნობია.



ავტორი: ლიკა გოდერძიშვილი     
უფროსი კონსულტანტი, განვითარების კონსალტინგი



03.06.2021

Covid19-ის გავრცელებამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი კრიზისი გამოიწვია, რომლიდანაც თავის დაღწევას, დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 158 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3,2 მილიონს გადასცდა. პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა და მასთან ერთად, ყველა არსებულ ინდუსტრიაზე იქონია მტკივნეული გავლენა. მისი შედეგები აისახა გლობალური ეკონომიკის რეცესიაში, იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესების გაკოტრება, უმუშევრობის ზრდა, ტურიზმის სექტორის ჩამოშლა, საფონდო ბაზარზე არსებული რეკორდული ვარდნა თუ სხვა.


ეკონომიკური რეცესია პანდემიის ფონზე


გლობალური ეკონომიკა საგრძნობლად დაზიანდა, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა რეგულაციებმა განაპირობა. პანდემიის დაწყებისთანავე რადიკალურად შეიცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, საქმიანობა და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიურობა. მალევე, ქვეყნების უმეტესობამ გამოაცხადა მკაცრი კარანტინი, როგორც ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება და სოციალური დისტანცია, როგორც ერთმანეთის დაცვის საუკეთესო გზა. ამ შეზღუდვებმა დიდი გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე და მილიონობით ადამიანი, სამსახურის გარეშე დატოვა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ამ წელს 114 მილიონი ადამიანი დარჩა სამუშაო ადგილის გარეშე. ჯამურად კი, მთელი წლის განმავლობაში გლობალური სამუშაო საათების 8.8 პროცენტი დაიკარგა, რაც 255 მილიონი სრული სამუშაო განაკვეთის ეკვივალენტურია. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად დაკარგულ სამუშაო საათებს. შრომით ბაზარზე დაკარგული რესურსი, ცხადია, განაპირობა კომპანიების გაკოტრებამ ან იძულებით გამოწვეულმა კადრების შემცირებამ. 2020 წელს გლობალური მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 3.7 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, რაც 4,4 პროცენტიან შემცირებაში აისახა. ეკონომიკის გაუმჯობესების პროცესს, განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური დისტანციის შენარჩუნებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების გამო დაწესდა.

 

იმუნიზაცია, როგორც გადარჩენის გზა


Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობა სხვადასხვა ლაბორატორიებში ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და დღეისათვის, ქვეყნების უმეტესობაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. სოციალური შეკრებების აღსადგენად და საერთო სამუშაო სივრცეში დასაბრუნებლად, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესების რისკების მინიმიზაცია. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ კოლექტიური ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის გამომუშავებით არის შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის/მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეზისტენტული უნდა იყოს ვირუსის მიმართ. ამის მიღწევა კი, მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციითაა შესაძლებელი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას საკმაოდ დიდი დრო და სამედიცინო რესურსი სჭირდება. ამას ემატება მოქალაქეების არასაკმარისი მზაობაც, რომელიც ზოგჯერ კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნულ პროცესს. ამ ყველაფრის ერთობლიობით, იმუნიზაციის პროცესი დროში იწელება და ეკონომიკური დაღმასვლა, გაურკვეველი ვადით გრძელდება.




მასობრივი ვაქცინაციის პოტენციური ეფექტი


მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის გაკეთებულია ვაქცინის 2,02 მილიარდ დოზაზე მეტი და სრულად აცრილია 443 მილიონზე მეტი ადამიანი. ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული მსოფლიო მოსახლეობის 11 პროცენტზე მეტს და სრულად აცრილია მოსახლეობის 5,7 პროცენტი. მართალია, კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული დროა საჭირო, თუმცა რამოდენიმე ქვეყნის მაგალითით უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, ვაქცინაციის პირველად შედეგებსა და დადებით ტენდენციებზე.





მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში მოწინავე როლს ისრაელი იკავებს, სადაც მოსახლეობის 63%-ზე მეტს ვაქცინაციის ერთი პროცედურა მაინც აქვს ჩატარებული და სრულად აცრილია მოსახლეობის 56 პროცენტზე მეტი. ამან კი, ქვეყანას საშუალება მისცა გამოიმუშაოს კოლექტიური იმუნიტეტი და განაახლოს აქტივობები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ საერთო სამუშაო სივრცეებში, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ისრაელში, ვაქცინაციის დონე იმდენად მაღალია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო და რეგულაციები მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია. ასევე, გაიხსნა სკოლები და სრულად აცრილ ადამიანებს, შეუძლიათ თავისუფლად ესტუმრონ რესტორნებს, დაესწრონ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, კონცერტებს დიდ დარბაზებში და რელიგიური დღესასწაულები, მასობრივი თავშეყრის ადგილებში აღნიშნონ. ვაქცინაციის შედეგად შემცირებული რეგულაციების ფონზე, ქვეყანაში უკვე ამუშავდა მომსახურების სფერო და ამ სექტორში დასაქმებული კომპანიები დგამენ პირველ ნაბიჯებს ფინანსური კრიზისიდან თავის დასაღწევად.



ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 51 პროცენტსაქვს მიღებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც და სრულად აცრილია მოსახლეობის 41.5%-ზე მეტი. მოხსნილია მკაცრი რეგულაციების ნაწილი, მათ შორის: სრულად აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ არ ატარონ პირბადეები ღია და დახურულ სივრცეში, თუ ეს კონკრეტული შტატის კანონით არ არის მოთხოვნილი. ასევე არ არის სავალდებულო ქვეყნის შიდა თუ საერთაშორისო მგზავრობისას კოვიდ ტესტის გაკეთება ანდა თვითიზოლაცია, რაც ხელს უწყობს ტურიზმის გამოცოცხლებას და ამ სექტორში მოქმედი კომპანიებისა და მათი თანამშრომლების ეკონომიკურ აქტივობაში დაბრუნებას.



ეს ქვეყნები ვაქცინაციის მაღალი დონის დახმარებით ახერხებენ გახსნან ეკონომიკა, განაახლონ ყოველდღიური აქტივობები და ბიზნესის სექტორს მისცენ სრული დატვირთვით მუშაობის საშუალება - რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.


რთული გამოწვევებიდან ახალი შესაძლებლობისკენ


ყველა ჩვენგანმა ვიცით თუ როგორი იყო მსოფლიო პანდემიამდე, მაგრამ როგორი იქნება ის შემდეგ, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. წარსულში არსებული კრიზისების დაძლევის გამოცდილებით, როგორიც იყო 30-იანი წლების დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისი, საბჭოთა სოციალისტური ბლოკის დაშლით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა თუ 2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ჩვენ, მსოფლიოს წამყვან ანალიტიკოსებთან/ექსპერტებთან ერთად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიის დამარცხებას კიდევ უფრო მეტი ცვლილება მოჰყვება:


შეცვლილი სამომხმარებლო ქცევა - პანდემიამ უკვე მკვეთრად იმოქმედა ადამიანთა სამომხმარებლო ქცევაზე და გრძელვადიან პერიოდში, ეს ცვლილება კიდევ უფრო მკაფიო გახდება. არასტაბილურობასთან გამკლავებისას ადამიანებს შეეცვალათ პრიორიტეტები, მოთხოვნილებები და ღირებულებები. მომხმარებლების მოლოდინები კომპანიების მიმართ შეიცვლება, მათ ახლებურად ენდომებათ მომსახურების მიღება და პროდუქტის შეძენა. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ მათი სამუშაო მეთოდების მოდელირება და სავარაუდოა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ელექტრონული კომერციის, მომსახურების დისტანციურად გაწევისა და პროცესების ავტომატიზაციის როლი.


შრომითი ბაზარი - დისტანციურად მუშაობა ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ბადებს დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის. დღეს უფრო და უფრო მეტი დასაქმებული გამოთქვამს სურვილს იმუშაოს დისტანციურად ან ჰიბრიდულად - გარკვეული პერიოდებით დისტანციურ და საოფისე რეჟიმში. სავარაუდოა, რომ თავად დამსაქმებლებიც განიხილავენ კადრების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანას პოსტ პანდემიურ პერიოდში, რაც დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.


ბიზნეს სექტორი - ბევრი ინდუსტრია დადგა გარდაუვალი ცვლილებების წინაშე და პანდემიასთან გასამკლავებლად კომპანიებს საკმაოდ მტკივნეული დარტყმების მოგერიება მოუწიათ. გარემოს ასეთმა ცვლილებამ კი, ბიზნესს თავისი სტრატეგიის გადახედვისკენ უბიძგა. მრავალ ინდუსტრიაში ბიზნესის კეთების ტრადიციული მეთოდები არაეფექტიანი აღმოჩნდა, ხოლო თავად ბიზნეს სუბიექტებმა, არასაკმარისი მოქნილობისა და ადაპტაციის უნარი გამოავლინეს. ასეთ კომპანიებს, ახლებური ბიზნეს მოდელების შემუშავება, მათი სტრატეგიის მოდელირება და მომხმარებელთა ახალ მოთხოვნებზე მორგება მოუწევთ, რაც პოსტპანდემიურ პერიოდსაც უნდა შეესაბამებოდეს.


ციფრული ერა - ბიზნესის სექტორის გაციფრულების პროცესი ჯერ კიდევ პანდემიამდე მიმდინარეობდა, მაგრამ Covid19-ის გავრცელებამ ეს პროცესი წარმოუდგენლად დააჩქარა. ციფრული ტრანსფორმაცია დღევანდელ რეალობაში გარდაუვალია და მისი აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება პანდემიის დამარცხების შემდეგ. სწორედ ციფრულმა ტექნოლოგიებმა გახადა შესაძლებელი პანდემიის დროს დისტანციურად მუშაობა, სწავლა და ზოგადად, ახლებურად კომუნიკაცია. პანდემიის შემდგომაც გაგრძელდება ინტენსიური ინვესტირება ციფრული ტექნოლოგიების სექტორში და მათი გამოყენებით, ახალი სერვისებისა თუ სრულიად ახალი ინდუსტრიების წარმოქმნა გარდაუვალი იქნება.


Covid19-ის პანდემიამ კაცობრიობა არაერთი გამოწვევის და ამავე დროს, შესაძლებლობის წინაშე დააყენა. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსური პროცესია, რომელშიც მხოლოდ ერთად, გაერთიანებული ძალებით შეიძლება უპირატესობის მოპოვება. პანდემიასთან გამკლავების პროცესში, შესაძლებელია ეკონომიკური მაჩვენებლები გაუტოლდეს ან გადააჭარბოს კიდეც პრეკოვიდურ შედეგებს, მაგრამ თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, პანდემიამ ძირეულად შეცვალა გარემო ფაქტორებიც და ადამიანთა მაინდსეტიც. მართალია, გადაჭრით არავინ იცის როგორი იქნება ახალი რეალობა, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ მასობრივი ვაქცინაცია არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას და გლობალური/ლოკალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთგვარ რეცეპტს. უბრალოდ, ვაქცინაცია გვაძლევს შანსს ვიცხოვროთ ნაკლები შეზღუდვებით, დავუბრუნდეთ სოციალურ სივრცეებს და საკუთარი ხელებით აღვადგინოთ ეკონომიკა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მასობრივი ვაქცინაცია დაგვეხმარება ერთად გავიაროთ გზა მოსახლეობის იმუნიზაციიდან ეკონომიკის რეგენერაციამდე.


ავტორი: საბა ხერგიანი 

უმცროსი ანალიტიკოსი, მენეჯმენტ კონსალტინგი

26.05.2021

ბოლო წლების მანძილზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ნათლად აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამასთან, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ადასტურებდნენ ქვეყნის სწრაფვას ევროპული ინსტიტუტებისადმი. მეტიც, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, რომ ქვეყანა ემზადება 2024 წლისათვის  გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. არსებობს მოლოდინი, რომ ეს დაპირება სწორედ ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციით გაკეთდა, რაც  ზრდის დადებითი შედეგის მოლოდინს.

ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ინიციატივიაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მათ ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, ერთი მხრივ, შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს გააერთიანონ ძალისხმევა ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებისათვის, მეორე მხრივ, წარმოადგენს ევროკავშირის ქმედით ინსტრუმენტს შეაფასოს ქვეყნების პროგრესი და დაგეგმოს შესაბამისი პოლიტიკა.|

პარალელურად, ევროპული ინსტიტუტები აქტიურად აკვირდებიან პარტნიორობის წევრი ქვეყნების მოსახლეობას და მათ დამოკიდებულებას, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე თავად ამ ინსტიტუტების მიმართ. 2016 წლიდან ეისითი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკვირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ საზოგადოებრივ აზრს. ერთ-ერთი ასეთი კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდა, რომლის შედეგებიც საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, როგორც მოსახლეობის განწყობებსა და პრეფერენციებზე, ისე ამ ექვს ქვეყანაში არსებულ განსხვავებულ სურათზე.

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 63% დადებითად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ

2021 წლის მარტში ეისითის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის (15 წლისა და უფროსი ასაკის) უმრავლესობა, პოზიტიურადაა განწყობილი ევროკავშირისადმი და მეტიც, როგორც ირკვევა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, კეთილგანწყობა ყველაზე მაღალია საქართველოს მოსახლეობაში. საინტერესოა, რომ არც ნეიტრალურად განწყობილთა რაოდენობაა მცირე (35%), ნეგატიურად ამ ინსტიტუტს კი მხოლოდ 1% აფასებს.

chart 1

წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის  უმრავლესობა (76%) ენდობა ევროკავშირის, მიუხედავად იმისა, მოწონს თუ არა ეს ინსტიტუტი


საინტერესოა, რომ კიდევ მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც შეიძლება არ მოსწონდეს ეს ევროპული ინტიტუტი, თუმცა ფაქტია,  ნდობას მაინც უცხადებს მას. ამ თვალსაზრისითაც, ევროკავშირის მიმართ ნდობის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაშია ყველაზე მაღალი.

chart 2

წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები უკვე მოისმინეს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის შტაბბინებში. ასევე, უკვე დაგეგემილია, რომ 2024 წლის ჩათვლით, ეისითი და მისი საერთაშორისო პარტნიორები ყოველი წლის გაზაფხულზე მიაწვდიან ბრიუსელს ექვსივე ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს. საბოლოო ჯამში კი, რა შედეგებს დადებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

 

ავტორი: სოფო ჩაჩანიძე

მმართველი პარტნიორი, დეველოფმენთ კონსალტინგი


19.05.2021

როდესაც სინოფარმის ვაქცინაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ავტორიზაციას მთელი ქვეყანა სულგანაბული ელოდებოდა, სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ,  ხელმეორედ ჩაგვეტარებინა კვლევა, რომელიც თბილისელებში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ რეალობას დაგვანახებდა და ეს მონაცემები,  2 თვის წინანდელი სურათისთვის შეგვედარებინა. იქნებ ამ ლაბირინთში, კიდევ უფრო ნათლად დაგვენახა თუ რას ფიქრობს დღეს დედაქალაქის მოსახლეობა ვაქცინაციაზე და რამდენად არის ის მზად ასაცრელად.  გაგვერკვია, რა გველის თუკი სვლას, ასეთი ტემპით გავაგრძელებთ.   

კორონავირუსს დღეს  მთელი მსოფლიო მის ხელთ არსებული  ერთადერთი       იარაღით – ვაქცინით ცდილობს გაუმკლავდეს.  ეს ბრძოლა  აქტიურ ფაზაშია შესული და  საერთაშორისო კვლევითი ცენტრი Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 176 ქვეყანაში უკვე 1,48 მილიარდზე მეტი დოზაა  გადანაწილებული. ეს კი დღეში, დაახლოებით 24.5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გულისხმობს. [1]


თბილისელების ინფორმაციის წყარო


საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე (თებერვალში) და შემოტანიდან 2 თვის შემდეგ (აპრილში), კვლევისა და საკონსულტაციო კომპანიამ ეისითი,  თბილისელების ვაქცინაციისადმი დამოკიდებულების გამოვლენის მიზნით ორი კვლევა ჩაატარა.[3] საინტერესოა რა მოლოდინები ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციამდე და რა ხდება დღეს, ვაქცინაციის პერიოდში.


თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში 33%-ით გაიზარდა ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე. ახლა უკვე 70% აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საკმარის ინფორმაციას ფლობს და მზადაა გადაწყვეტილების მისაღებად.  მართალია, ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროები ორივეგან უცვლელი დარჩა: ინტერნეტი, ტელევიზია და მეგობრები/ახლობლების ფაქტორი, თუმცა მეორე გამოკითხვისას, მცირედი პროცენტული ზრდა (6%-იანი) მაინც გამოიკვეთა ტელევიზიის შემთხვევაში (სულ 67%) და 11%-იანი მეგობარ/ახლობლების (სულ 26%) დასახელებისას.


ასაკობრივ ჯგუფებს თუ შევხედავთ აღმოვაჩენთ, რომ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების 80% ინფორმაციის მიღებისას ტელევიზიას ანიჭებენ უპირატესობას, მაშინ როდესაც 18-34 წლის წარმომადგენელთა 87%-ისთვის, პირველ ადგილზე ინტერნეტი რჩება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ  მეგობარ-ახლობელთა, როგორც სანდო წყაროდ დასახელების მაჩვენებელი, თანაბრად გაიზარდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რაც სავარაუდოდ აცრილი მოქალაქეების  რეკომენდაციების შედეგია.


ვაქცინაციის მთავარი ბარიერი  


თბილისელების უმრავლესობას, 19%-ს აქვს მოლოდინი, რომ ვაქცინის გაკეთება 2022 წელს მოუწევთ და ამ მხრივ, მოლოდინები წინა ტალღასთან შედარებით მცირედითაა შეცვლილი.  თბილისელების 79% კი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია უდაოდ, ეპიდსიტუაციას გააუმჯობესების ერთადერთი გზაა.


წინა ტალღასთან შედარებით 7%-ით გაიზარდა ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის მზაობა და დღეს, თბილისელების 45%-ი მზადაა ან  დანამდვილებით ამბობს, რომ ჩაიტარებს ვაქცინაციას. საინტერესოა, რომ ვაქცინაციისთვის მზაობა ყველაზე უფრო აქტიურად  35-54 წლის მოქალაქეებში (48%) იკვეთება და ამ ასაკის თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, მზად არის მის ჩასატარებლად. თუმცა, მიუხედავად ამ მცირედი პროცენტული ზრდისა, 44% მაინც მერყეობს (არ არის დარწმუნებული რომ გაიკეთებს ან არ სურს გაკეთება) და ამის მიზეზად, ვაქცინების მიმართ ზოგად უნდობლობასა და  შესაძლო გვერდით მოვლენებს ასახელებს.


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა ტალღასთან შედარებით, ვაქცინების გვერდითი ეფექტების შიშმა მოსახლეობაში 6%-ით მოიმატა და  38%-მდე გაიზარდა. რაც ერთის მხრივ ლოგიკურია და დაკავშირებულია იმ ერთეულ შემთხვევებთან, როდესაც ვაქცინაციის პროცედურას პაციენტის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება ან გარდაცვალება მოჰყვა, როგორც  მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში. თუმცა, გარკვეული დოზით  ესეც სადაო საკითხია, რადგან რიგ შემთხვევებში კავშირი ამ ორ ფაქტს შორის არ დასტურდება და ყველაფერი, მოსაზრებებსა და ვარაუდებს ეფუძნება. ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე საქართველოში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევაც მოსახლეობის აღქმაში  უშუალოდ  ვაქცინაციის პროცესს და კონკრეტულ ვაქცინას  დაუკავშირდა. მოგვიანებით ექიმების მიმართ დაწყებულმა გამოძიებამ აღნიშნული შემთხვევის გვიანი სამედიცინო მართვის ნიშნები გამოკვეთა, თუმცა აღნიშნული ფაქტის არადროულმა და ბუნდოვანმა კომუნიკაციამ გაჩენილი აღქმის გაქარწყლება ბოლომდე ვერ შეძლო. ამიტომ კვლევის თანახმად ასტრაზენეკას აცრისგან თავის შეკავების მიზეზებში უმრავლესობა სწორედ გვერდით მოვლენებს ასახელებს.2


მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ვაქცინაციის პროცესის უწყვეტ რეჟიმს, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობა და მობილიზებაა. ამის შესანიშნავი მაგალითია ისრაელი, რომელმაც 5 თვეში სრულად აცრა მოსახლეობის 56,3 პროცენტი (5,09 მლნ) და შეძლო მწვანე ზონად გამოცხადებულიყო. ამ ქვეყანამ ვაქცინაციის  კამპანია ჯერ კიდევ 2020 წლის 19 დეკემბერს დაიწყო, როდესაც პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ  პირდაპირ ეთერში აიცრა, და თავადვე ჩაუდგა სათავეში საინფორმაციო კამპანიას, სადაც ვიდეორგოლების საშუალებით ისრაელის მოსახლეობაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა შეკითხვას უპასუხა.  ორ კვირაზე ნაკლებ პერიოდში კი, ისრაელის მოსახლეობის 10% -ზე მეტს ვაქცინის  პირველი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა.


სასურველი ვაქცინების შესახებ


ჩვენს ქვეყანაში  3 ტიპის ვაქცინა გამოიყენება: ამერიკული ფაიზერი (30 მარტიდან),  ბრიტანული ასტრა ზენეკა (15 მარტიდან) და  ჩინური სინოფარმი (4 მაისიდან). საინტერესოა თბილისელების დამოკიდებულება უშუალოდ თითოეულ ვაქცინასთან  დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ


1


ყველაზე მეტი ნდობა კვლავ ფაიზერს აქვს – 27%, შემდეგ მოდის ასტრაზენეკა  – 15%  და მოდერნა 15%. ყველაზე ნაკლები ნდობით  სპუტნიკი – 4% და სინოფარმი4% სარგებლობს.


წინა ტალღასთან შედარებით 14%-ით  გაზრდილია იმ რესპოდენტთა რიცხვი, რომლებიც აცხადებენ რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთებენ ასტრაზენეკას.  ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების მთავარ ბარიერად შესაძლო გვერდითი მოვლენები დასახელდა (33%), ხოლო ჩინური  ვაქცინის შემთხვევაში, არასაკმარისი ინფორმაცია (26%). თუმცა, მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 4 მაისს, ვიდრე  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სინოფარმს ავტორიზაციას მიანიჭებდა (ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიენიჭა) ვაქცინაციის დაჯავშნის პლატფორმაზე თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ იყო.  სინოფარმზე ასეთი დიდი მოთხოვნა ორი შესაძლო მიზეზით აიხსნება: პირველი – მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სინოფარმი დიდი ალბათობით მიიღებდა ავტორიზაციას და წინასწარ დაიჭირეს თადარიგი და მეორე – ავტორიზაციის მიუხედავად მოქალაქეებისთვის მთავარი იყო აცრის პროცესი დროულად დაწყებულიყო და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდნენ ქვეყანაში ამ ვაქცინაზე დარეგისტრირებულთა რაოდენობამ დღეისათვის 25000-ს მიაღწია. რეგისტრაციის პორტალი ვეღარ უძლებს მსურველთა ნაკადს, ვაქცინის მოთხოვნა აღემატება არსებულ ლიმიტს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მზაობას. ისინი ხვდებიან, რომ აცრა გადარჩენის ერთადერთი გზაა და სასურველი ვაქცინის მოლოდინში, შეიძლება დიდი დრო დაიკარგოს. დრო, რომელიც პანდემიის პერიოდში ძვირად ფასობს.


ლაბირინთიდან გამოსასვლელის ძიებაში

დავინტერესდით ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას ვის მოსაზრებას ითვალისწინებენ ყველაზე მეტად თბილისელები. აქ გამოვლინდა შემდეგი  ჯგუფები:

  1. სამედიცინო პერსონალი – 49%
  2. ნაცნობი, კომპეტენტური მედიცინის მუშაკი – 27%
  3. ახლობლები/ნათესავები/მეგობრები – 19%

წინა ტალღასთან შედარებით 10% – ით შემცირდა სამედიცინო პერსონალის და  11% – ით გაიზარდა ახლობლების/ნათესავების/მეგობრების აზრის გათვალისწინების მაჩვენებელი,  რაც კიდევე ერთხელ მოწმობს, ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის მნიშვნელობაზე. გამოდის, რომ გაზრდილი ვაქცინირებული ახლობლების რაოდენობა, ავტომატურად ზრდის ვაქცინაციის მსურველებს.


კვლევით ირკვევა, რომ მოქალაქეებმა  გადაწყვიტეს ჩაიტარონ ვაქცინამდე პრევენციული დიაგნოსტიკა და მომზადებულები შეხვდნენ აცრის პროცედურას. გამოკითხულთა 90% ალერგოლოგის კონსულტაციას გეგმავს 86% – სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებას, ხოლო 83%  კუაგულოგრამით სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობის დადგენას აპირებს.


კვლევაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედაქალაქის მოსახლეობის დამოკიდებულებები  ვაქცინაციის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ შეიცვალა. გაიზარდა მოსახლეობის მზაობა ასაცრელად და  მცდელობა, თავად იპოვონ გამოსავალი ვაქცინაციის ლაბირინთში: აიცრან შემოთავაზებული ვაქცინებით, ჩაიტარონ წინა პროფილაქტიკური პროცედურები, თავად მოიძიონ ინფორმაცია  სხვადასხვა წყაროდან – რათა არ დაკარგონ მთავარი, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების ერთადერთი შანსი.

 

ავტორი: თათია ბრეგვაძე

ანალიტიკოსი, act კვლევა

 

 

[1] https://www.bloomberg.com/graphics/covid-vaccine-tracker-global-distribution/

[2] https://stopcov.ge/

[3] შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პირველ ტალღაზე თებერვალში ჩატარდა 414, ხოლო მეორე ტალღის ფარგლებში,  აპრილში – 401 სატელეფონო ინტერვიუ.

10.05.2021

ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა ციფრული ტრანსფორმაციის ტემპები ერთი-ორად დააჩქარა და ბიზნესებს, დისტანციური მუშაობის დანერგვისა და ელექტრონული კომერციის განვითარების „დღის წესრიგში“ შეტანა აიძულა. არც ბაზრის მეორე მხარე, მომხმარებლები დარჩენილან ციფრული ზეგავლენის გარეშე. მათთვის ელექტრონული ვაჭრობა ფიზიკურის ჩამნაცვლებლად ან შემავსებლად მოგვევლინა და სავარაუდოა, რომ აღნიშნული ცვლილებები მათ ქცევაში უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება. თუმცა, საინტერესოა ამ პროცესების უკანა მხარე – შეძლო თუ არა ყველა ბიზნესმა დროულად და თანაბრად ეპასუხა ციფრული გამოწვევებისთვის, როგორია საერთაშორისო სტატისტიკა და ხედვა, მისცა თუ არა საცალო ვაჭრობის პანდემიურმა ლანდშაფტმა ბიზნესებს დრო და რესურსები ადაპტაციისთვის?


საერთაშორისო ტენდენციები – არიან თუ არა ბიზნესები მზად გაციფრულებისთვის?


უკვე დიდი ხანია, რაც მომხმარებლის ქცევის ცვლილება და მათი მზაობა ელექტრონული კომერციის პროცესებში ჩასართავად, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ერთ-ერთ ძირითადი ფოკუსი გახდა. მაგალითად, გაერთიანებული ერების კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (შემდგომში, UNICTAD) ყოველწლიურად ზომავს B2C ელექტრონული კომერციის ინდექსს, რომელიც ინდივიდების მიერ ინტერნეტის მოხმარების დონეებს, დაცული ინტერნეტ სერვერების წილსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების ფლობის მონაცემებს აერთიანებს. ანალოგიურად, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირი (ITU) გვთავაზობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსს[1], რომლის ორიენტირიც ასევე მომხმარებლის მიერ აქტიურ ონლაინ ვაჭრობასა და ამ პროცესში გამოყენებული არხებისკენაა მიმართული. ამავე სიაშია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (შემდგომში, OECD) სტატისტიკაც.


OECD-ის 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული ელ.კომერციის ანგარიშს „ელექტრონული კომერცია კოვიდ-19-ის პერიოდში“ თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ონლაინ ვაჭრობა ძალიან სწრაფად კრეფს განვითარების ტემპს. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში ელ.ფოსტითა და ინტერნეტით საცალო გაყიდვები (შეკვეთები) 2020 წლის აპრილში 30%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იგივე  ტენდენციები იკვეთება აშშ-შიც, სადაც ელ.კომერციაში 14%-16%-იანი ზრდა ფიქსირდება (იხ. დიაგრამა 1). ანგარიშში ასევე ხაზგასმულია 2020 წლის პირველ ნახევარში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზია-ოკეანეთის რეგიონებში ელ.ვაჭრობის ლანდშაფტის დინამიზმის განვითარება.


[1] The ICT Development Index (IDI)


lika 1

წყარო: OECD, ელ.ვაჭრობა COVID-19-ის პერიოდში, 2020, ოქტომბერი. გამოთვლები ეფუძვნება EUROSTAT-ის სტატისტიკას.


ძალზედ საინტერესო სურათი გამოჩნდა  UNICTAD-ის 2020 წლის ზაფხულის ანგარიშში „კოვიდ-19 და ელექტრონული ვაჭრობა“, რომელიც 23 ნაკლებად განვითარებული ქვეყნიდან 257 კომპანიის გამოცდილებას აერთიანებდა[1]. რამდენიმე გამოკვეთილი ტენდენცია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას:


  • სრულიად ციფრული ბიზნეს მოდელები (გამოკითხული მესამე მხარის ონლაინ ბაზრების/third party online marketplaces 60%) უფრო გამძლე აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, ვიდრე ელ.ვაჭრობის კომპანიები, რომლებიც შედარებით მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ახალი გამოწვევებისთვის.

  • სოციალური მედიის გამოყენება და ვებ-საიტების რაოდენობის ზრდა აშკარაა ფოკუს ქვეყნებში. გაყიდვის აღნიშნულმა არხებმა სწრაფი ზრდა პანდემიური კრიზისის დაფიქსირების პერიოდიდან დაიწყეს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალური Facebook პლატფორმა აღმოჩნდა.

  • პანდემიამ გააძლიერა ელ. ვაჭრობის ეკოსისტემაში ადრე არსებული დაბრკოლებები. მომარაგების ჯაჭვებისა და ლოჯისტიკური პროცესების დარღვევა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის არ არსებობა, რესპონდენტების 60%-ზე მეტისთვის ძირითადი გამოწვევა აღმოჩნდა.

  • რესპონდენტების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ ელ.კომერციის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიის გაუმჯობესება, ყველაზე პრიორიტეტული რამ არის, რაზეც აქტიური მუშაობა უნდა მიდიოდეს.

  • პანდემიურმა გამოწვევებმა გავლენა იქონია კომპანიების ICT მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზეც. შესაბამისად, კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი მთავრობების მიერ შემოთავაზებულ მხარდამჭერ პროგრამებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეროვნული ელ.კომერციის სტრატეგიის განახლება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზებაა.

[1] აღნიშნული ქვეყნები უმეტესად აფრიკისა და აზია – წყნარი ოკეანეთის რეგიონებს მოიცავდა.

lika 2

წყარო: UNICTAD, კოვიდ-19 და მისი გავლენა ბიზნესების ელ. კომერციაზე, 2020

ეისითის როლი – გამოცდილება კიდევ უფრო ფართო გეოგრაფიული არეალიდან

2020 წლის პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ეისითის საშუალება მისცა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არაერთ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით (EBRD, მსოფლიო ბანკი, UNDP, USAID) წვლილი შეეტანა გლობალურად, ბიზნეს სექტორის მდგრადობის გაზრდაში და მათზე პანდემიური გავლენის არხების იდენტიფიცირებაში. ამ პროექტებმა საშუალება მოგვცა,  ჩვენც გამოგვეკვლია ელექტრონული ვაჭრობის განვითარების საკითხები ფოკუს რეგიონებში (კავკასია, დასავლეთ ბალკანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური აზია და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი) და შეგვესწავლა პანდემიის გავლენა ბიზნესებზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ფოკუს რეგიონების ბიზნესები სხვადასხვა ხარისხით აღმოჩნდნენ მზად გაციფრულებისთვის  (დიაგრამა 3). თუმცა, ამ განსხვავებული შედეგებისდა მიუხედავად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის საერთო განწყობა, რაც გამოკითხულ რესპოდენტებში გამოიკვეთა – მცირე და საშუალო ბიზნესებს აქვთ სურვილი ელექტრონულ ვაჭრობაში ჩასართავად, თუმცა ყოყმანობენ, ინფორმაციისა და ციფრული ინსტრუმენტების ნაკლებობის, ანდა მათი საერთოდ არ არსებობის გამო.

lika 3

წყარო: ACT კვლევა, კავკასიაში გამოკითხული 345 SME, დასავლეთ ბანკანეთის რეგიონში გამოკითხული 827 SME

ჩვენს გუნდს საშუალება მიეცა EBRD-ის პროექტის „ Covid-19-ის გავლენის მცირე და საშუალო ბიზნესებზე“ ფარგლებში, დამატებით დაეფარა ცენტრალური აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის (SEMED) ქვეყნებში ოპერირებადი მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევები პანდემიის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, რესპონდენტ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს ერთ-ერთ ნაწილში ვეკითხებოდით კომპანიის გაყიდვების რა პროცენტული ნაწილი გადაერთო ონლაინ პლატფორმებზე, პანდემიის დაწყების შემდეგ. მთლიანი სურათი აქაც ძალიან საინტერესოა, ჩამოთვლილი რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობისთვის გაყიდვები საერთოდ არ გადასულა ონლაინ ვაჭრობაზე, ხოლო სრულად გაციფრულება რესპონდენტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო.  ყველაზე მეტად ამ გარდაქმნებისთვის მომზადებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესები აღმოჩნდნენ (დიაგრამა 4), რისი მიზეზიც,  შესაძლოა ამ რეგიონში არსებული ისედაც კარგად განვითარებული ლოგისტიკური სერვისები და ორგანიზებულობა, ასევე ელ. ვაჭრობის მიმართულებით არსებული გამოცდილება იყო.

lika 4

წყარო: ACT კვლევა, SEMED გამოკითხული 570 SME, ცენტრალური აზიის რეგიონში გამოკითხული 598 SME, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გამოკითხული 184 SME

დაუგეგმავი ცვლილებები გრძელვადიანი შედეგებით

ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა პანდემიამ, ციფრული განვითარება გარდაუვალ რეალობად იქცა. პასუხების ძიებისას ნათლად დავინახეთ, რომ ეს ერთი შეხედვით მარტივი გზა, სინამდვილეში საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომლის გასავლელადაც,  მხოლოდ „გაციფრულების სურვილი“ საკმარისი არ არის. ბიზნესებს ერთიანად მოუწიათ ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რაც ისედაც, სისტემურად სდევდა ახალ პლატფორმაზე გადასვლის პროცესს: ამ მიმართულებით გამოცდილების არ არსებობა, ინფრასტრუქტურისა თუ რესურსების ნაკლებობა. მართალია, ბიზნესების მხარდაჭერა დღეს ყველა ქვეყნის მთავრობის მთავარი თავის ტკივილია, თუმცა, სხვადასხვა კვლევებში მონაწილე ბიზნესების უმეტესობა (მათი 50%-ზე მეტი) ერთხმად აღიარებს, რომ სამწუხაროდ, მათი ქვეყნების მთავრობები პრიორიტეტული სექტორების განვითარებაზე მუშაობისას, ამ ნაწილს უკანა პლანზე ტოვებენ და ონლაინ ვაჭრობა, მოუგვარებელ საკითხად რჩება.

არადა ფაქტია, გაციფრულება ჩვენს ცხოვრებაში დროებით არ შემოჭრილა. ეს უფრო დაუგეგმავი ცვლილებებია, რომელსაც დროში გაწელილი, გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება.

 

ავტორი: ლიკა გოდერძიშვილი

უფროსი კონსულტანტი, დეველოფმენთ კონსალთინგი



08.05.2021

კოვიდ პანდემიამ დააჩქარა ჩვენი ციფრული სახეცვლილება. ციფრული გადაწყვეტა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ყოველდღიურობისას, თითოეული ჩვენგანის მთავარი მოლოდინი დისტანციურად განხორციელებადი ქცევების შესაძლებლობაა. კოვიდმა შეცვალა სამუშაოს, განათლების მიღების, სამედიცინო მომსახურების, სოციალური კავშირების, გართობის და დასვენების ჩვეული აღქმა, კოვიდის პირობებში ყველა ამ საჭიროებასთან ასოცირებული მომსახურება თუ პროდუქტი იმის მიხედვით გადაფასდა, თუ რამდენად გვაძლევს ის სახლიდან გაუსვლელობის გარანტიას.


თანამედროვე მშობლების გაჯეტი


გავლენა, რომელიც პანდემიამ ონლაინ სერვისებზე მოახდინა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლის და ვეღარასოდეს დააბრუნებს ჩვენთვის აქამდე ცნობილ სამყაროს.


სოფო ბუკია წარმატებული ჟურნალისტია, რომლის ცხოვრებაც პანდემიამდე შეიცვალა, მის ოჯახში ტყუპები გაჩნდნენ, კოვიდის მომძლავრების ეტაპზე ისინი ერთი წლისაც არ იყვნენ, ლოქდაუნმა ჩაკეტილ ბინაში ჩვილებთან ერთად გაიარა.


სრულ იზოლაციაში ვიყავით და მთლიანად გლოვოს და ვოლტის კურიერების კმაყოფაზე გადავედითისინი გახდნენ მთავარი კავშირი გარე სამყაროსთანბავშვების ძილის დრო რომ მოდის და აღმოაჩენრომ მათთვის რძის ყიდვა დაგავიწყდამაშინ მოპედიანი კურიერი ხდება სუპერგმირირომელსაც შენთვის სანუკვარი განძი მოაქვს“, – აღნიშნავს სოფო.


ჩვილის მშობლების ჩვეული რიტუალი – ბავშვებიანად ან მორიგეობით მძინარედ დატოვებული შვილების გარეშე – მარკეტებსა და აფთიაქებში შერბენა და იქედან ერთი კვირის მარაგით დატვირთული გამოსვლა სოფომ ერთ გაჯეტში მოაქცია, რომელსაც რამდენიმე სახის მომსახურებისთვის იყენებს: მიტანის სერვისის აპლიკაციები პროდუქტებისთვის, ბავშვის მოვლის საშუალებებისა და სათამაშოებისთვის, სამედიცინო აპლიკაცია პედიატრთან კონსულტაციისა და აფთიაქიდან საჭირო მედიკამენტების შეძენისათვის, ტაქსის გამოძახების სერვისი ძიძასთვის.


ხშირად გამოყენებადი სერვისები


კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითი დაინტერესდა თუ რამდენად შეიცვალა სოფოს მსგავსად დედაქალაქის მაცხოვრებელთა ქცევა ონლაინ სერვისებთან მიმართებით. გასულ თვეში ჩატარებული კვლევის თანახმად ყოველმა მესამე თბილისელმა გააქტიურა ციფრული საბანკო სერვისების გამოყენება (ონლაინ გადარიცხვები, კომუნალური გადახდები, ბარათის შეკვეთა და სხვა), რესპოდენტების 22% მზა საკვებს უფრო ხშირად იძახებს, ვიდრე პანდემიამდე, ხოლო მოქალაქეების 20%-სთვის ონლაინ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენის სიხშირე გაიზარდა.


ამასთან, მზა საკვების ონლაინ აპლიკაციებით ყველაზე ხშირად 18-34 წლის ახალგაზრდები სარგებლობენ, ჯამში ყოველი მეორე ახალგაზრდა უკვეთავს მზა საკვებს ინტერნეტით.


ყველაზე ნაკლებად ამ ეტაპზე თბილისელები სურსათის შეძენის ონლაინ შესაძლებლობას იყენებენ. უფროსი თაობის წარმომადგენლების 83% საერთოდ არ სარგებლობს ონლაინ მაღაზიით, გამოკითხულთა უმეტესობა სურსათს ტრადიციულად მარკეტში ან უბნის მაღაზიაში იძენს.


18-34 წლის ახალგაზრდების მცირე ნაწილმა (13%) ასევე გააქტიურა ონლაინ აფთიაქების გამოყენება, თუმცა აღნიშნული სერვისის ციფრული ვერსია ვერ სარგებლობს უპირატესობით აფთიაქში სტუმრობასთან შედარებით.


საინტერესოა რა არის მოტივაცია, რის გამოც მომხმარებელს სურსათისა და მედიკამენტის შეძენისთვის სახლიდან გასვლა ურჩევნია, არის თუ არა ეს პროდუქტის ადგილზე შერჩევის, ასორტიმენტის შეფასების, ხოლო მედიკამენტის შემთხვევაში დროის ფაქტორის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ალბათობა, ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი აღნიშნული სერვისების მესვეურებს ისევ მომხმარებელზე დაკვირვებისა და კვლევის შედეგად შეუძლიათ მიიღონ.


ისინი, ვინც გამოყენებული აპლიკაციების უკან დგანან


მიტანის სერვისი პანდემიამდე კომფორტის მომსახურებად აღიქმებოდა, რომელშიც ადამიანების ნაწილი ფულის გადახდისგან თავს იკავებდა. პანდემიამ შექმნა გარემო, სადაც მიტანის სერვისი ფუფუნებიდან ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა. იზოლაციის პირობებში მოსახლეობისთვის მზა საკვებთან ერთად მნიშვნელოვანი გახდა მარკეტიდან პროდუქტების და აფთიაქიდან მედიკამენტების/ჰიგიენური საშუალებების მიწოდების სერვისი.


ონლაინ მომსახურებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ აღნიშნული სფეროს სტარტაპებს სწრაფი განვითარების საშუალება მისცა – მომსახურების კატეგორიების გამრავალფეროვნება, მასშტაბების ზრდა – სტაფის და პარტნიორი სერვისების თუ პროდუქციის დამატება და შეთავაზებული მომსახურების მუდმივი დახვეწა. ყველა ეს კომპანია ახლა ციფრულად აქტიურ მომხმარებელს სწავლობს, რათა გათვალოს რა იქნება ხვალ აქტუალური მათთვის, ვინც ობიექტური მიზეზების გამო დღეს სახლიდან გამოსვლას ერიდება ან ვერ ახერხებს.


რა აპლიკაცია დარჩება გაჯეტში


არის თუ არა პანდემიით გამოწვეული ონლაინ ყიდვის ქცევები მდგრადი?

გამოკითხვის თანახმად ეპიდსიტუაციის დასრულების შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებული თბილისელები კვლავაც გააგრძელებენ ციფრული საბანკო პროდუქტების (94%) და მზა საკვების (86%) ონლაინ შეძენას. სურსათის და სააფთიაქო პროდუქციის შეძენას კი, ისევ მაღაზიებსა და აფთიაქებში გეგმავენ.


თუმცა სოფოს მსგავსად არიან მომხმარებლები, რომლებიც უკვე ხედავენ მკაფიო უპირატესობებს ონალინ შეძენის მდგრადი ქცევის გამომუშავებაში: პანდემიამდე სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ ვყიდულობდი პროდუქტებსბუნდოვნად მახსოვს ეგ დრომაგრამ ასე იყოდა ეს იყო საშინელი პროცესი – ერთ მაღაზიაში ხაჭო არა აქვთმეორეში – ბანანიმესამეში კიდევ რაღაციმდენი ადგილი უნდა მოიაროთან მერე ეს ყველაფერი უნდა ზიდო მანქანამდეაფთიაქიც იგივევგიჟდები აპლიკაციაზერომელიც ეძებს ყველა პროდუქტს ერთ აფთიაქშიარა აქვს მნიშვნელობა ლოქდაუნია თუ არაგლოვოსვოლტსექიმოს სულ გამოვიყენებმათ გარეშე არ შემიძლია“.



მომხმარებელი ნაკლებს დადის


სოფოსთვის და მომხმარებელთა ნაწილისთვის ონლაინ სერვისების გამოყენებისას ისევ იქმნება პრობლემები, როგორიცაა დაგვიანებული მიწოდება, გაუმართავი სისტემა, რომლითაც კურიერს ხშირად უწევს მომხმარებელთან დაკავშირება მისამართის დასაზუსტებლად, არასრულად შეგროვებული შეკვეთა ან გადახდის სისტემაში არსებული ხარვეზები, თუმცა შეცვლილ რეალობაში ჯანმრთელობის გაფრთხილების და მეტი კომფორტის მოთხოვნილება უბიძგებს მომხმარებელს უფრო მეტი დადებითი დაინახოს აღნიშნულ სერვისებში და დაელოდოს ციფრული „გადაცხოვრების“ დახვეწას.


მანამდე პანდემიისგან თავის არიდება ყველაზე დიდ ციხესიმაგრეში – სახლში გრძელდება, სხვების მსგავსად სოფო ცდილობს შეათავსოს სამსახურისა და მშობლის დატვირთული დღე: თან სახლში ვარ და თან – არადილით ვემშვიდობები როგორც სამსახურში წასვლის წინ – მერე გამოვიხურავ ოთახის კარს და ვმუშაობ საღამომდეთან ფონად მათი ხმები ჩამესმისმივეჩვიე რომ ერთი კედლის მიღმა არიან“. ციფრული სახეცვლილება სწრაფი ტემპით გრძელდება და ისევე როგორც საუკუნეების წინ, ადამიანები მიდრეკილი ვართ ამ ციხესიმაგრეში შევიტანოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება, რათა თავი უფრო დაცულად და კომფორტულად ვიგრძნოთ.

ბოლო სიახლეები
კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი საზოგადოების წინაშე განახლებული კონცეფციით, ბრენდით და ბიზნეს მოდელით წარდგა. მსოფლიო გამოწვევის – პანდემიური 2020 წლის წარმატებით დაძლევის შემდეგ ეისითი ახალი ენერგიითა და ამბიციებით გლობალურ მიზნებს ისახავს და თავის კლიენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტების, პროაქტიულ და ბაზრის საჭიროებაზე ორიენტირებულ ხედვას. მთავარი სლოგანით – ცვლილებების ძალა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ პარტნიორების მხარდაჭერას დიდი და აუცილებელი ტრანსფორმაციის პროცესში. ეისითი გლობალური კვლევისა და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი მთავარი უპირატესობა მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. ACT-ის ისტორია ადრეული 2000-იანი წლებიდან იწყება, როდესაც საქართველო მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რყევებს განიცდიდა და საბაზრო ეკონომიკა, ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. 19-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ საქართველოში კვლევითი ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და დღეს, 28 ქვეყანაში წარმატებულ პროექტებს ახორციელებს. ახალმა რეალობამ და გრძელვადიანმა ხედვამ ეისითის მასშტაბური ტრანსფორმაციისკენ უბიძგა. შეიცვალა ბიზნეს-მოდელი, ორგანიზაციული სტრუქტურა, აზროვნების სტილი და მიდგომა, რასაც ლოგიკურად, ვიზუალური ბრენდინგის ცვლილების აუცილებლობაც მოყვა. „საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ვამაყობდით, რომ ვიყავით კვლევითი კომპანია და ვაწარმოებდით ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ კვლევებს, ვამაყობდით ჩვენი ანალიტიკური შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი დნმ-ში გვაქვს ჩადებული. თუმცა რაღაც ეტაპზე, კომპანიის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა და 2013-2018 წლებში, ზრდის ტემპი 3-5%-ში მერყეობდა. ბუნებრივია, დავიწყეთ პასუხების ძებნა, საკუთარ თავს დავუსვით კითხვა – რა სჭირდება ჩვენს დამკვეთს დღეს? რით შეგვიძლია შევუქმნათ ფასეულობა? თვალს ვადევნებთ ბაზარს და ვხედავთ თუ როგორ აქტიურად გადიან კომპანიები ტრანსფორმაციას. ეს ეხება პანდემიის გამოწვევებს, ციფრულ, მენტალურ და სხვა მიმართულებებს. არ მეგულება სფერო, რომელსაც დღეს ცვლილებების გარდაუვალი საჭიროება არ უდგას, მათ შორის ვიყავით ჩვენც“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი და ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე. ტრანსფორმაციის შედეგად, დღეს, ACT-ის ოთხი ბიზნეს მიმართულება აქვს: მენეჯმენტ კონსალტინგი, განვითარების კონსალტინგი, კვლევა და ბიზნეს ანალიტიკა. ბიზნეს-მოდელი აღარ არის კვლევა, არამედ ACT კვლევაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო კომპანიად იქცა, რომლის ბირთვია მონაცემთა ანალიტიკა. კომპანიამ თავისი ძლიერი მხარე – ანალიტიკა და მენეჯმენტ კონსალტინგისთვის შექმნილი ინსტრუმენტები ორგანიზაციებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისკენ მიმართა. ტრანსფორმაცია კომპანიის შიგნიდან დაიწყო, დღეს ეისითი ახალ სამიზნე სეგმენტთან განახლებულ მიდგომებს იყენებს. ამის შედეგად, კომპანიას მხოლოდ 2019-ში, 80%-იანი ზრდა ჰქონდა. ამ ბიზნეს მოდელმა განაპირობა, რომ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის პერიოდშიც კი, შესრულდა დასახული გეგმა და ეისითიმ დაამტკიცა, რომ ცუდი და კარგი დრო არ არსებობს, დროს ჩვენ ვქმნით. როგორც კომპანიის ხედვის ლიდი განმარტავს - „მხოლოდ ბიზნეს-მოდელის ცვლილება, ბუნებრივია, არ იყო საკმარისი. ორგანიზაციული აზროვნების სტილთან ერთად, მნიშვნელოვნად გავზარდეთ გუნდი – შემოვიერთეთ განსხვავებული კომპეტენციების მქონე ახალი ადამიანები. რადიკალურად შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა – ბიზნეს-მოდელის ცვლილებას ეჯაილ ტრანსფორმაციაც მოყვა, რამაც ეფექტიანობისა და შემოქმედებითობის ახალი გზები გაგვიხსნა. კომპანიას სამი ძირითადი ძალა ამუშავებს: ხედვა, კულტურა და აღსრულება, ამიტომ, მმართველიც სამია, თითოეულს თავისი მიმართულება აქვს. ჩვენ ვუყურებთ ორგანიზაციას როგორც ქსელს, რამაც გვიბიძგა ცვლილებები შეგვეტანა ტრადიციულ სტრუქტურაში და მართვის მოდელიც სამპოლუსიანი გამხდარიყო, სადაც ხედვაც, კულტურაც და აღსრულებაც ერთი საერთო მიზნის მიღწევას ემსახურება. ყველაფერს დაეტყო განვითარება – მთლიან გუნდს, პროდუქტებს, შემოსავლებს, აღნიშნული ტრანსფორმაციით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ - ვქმნით მეტ ფასეულობას ჩვენი კლიენტებისთვის“. ცვლილებები არ შეხებია კომპანიის მთავარ ფასეულობებს: სიყვარული, მხარდაჭერა, ეფექტიანობა და განვითარება. აღნიშნულ ნაკრებს ერთი დაემატა – შემოქმედებითობა. საინტერესო იდეები, საკითხის ახალ ჭრილში დანახვა და ინოვაციური გადაწყვეტები - ეხმარება კომპანიას მისიის საუკეთესოდ შესრულებაში. ჩვენი რწმენით, სამყარო სავსეა ნებისმიერი იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებითა და შესაძლებლობებით, ხოლო შემოქმედებითობა მათ დანახვასა და ათვისებას გვიმარტივებს. სწორედ ამიტომ კრეატულობა, ოპტიმიზმი და ხალისი, ჩვენს ყოველდღიურობად და სამუშაო პროცესის ნაწილად ვაქციეთ. „ჩვენ არ გვჯერა კონსალტინგის, რომელიც ბიზნესს პირდაპირ ეუბნება, თუ როგორ უნდა აკეთოს მან თავისი საქმე. პირიქით, ჩვენ გარედან ვეხმარებით დამკვეთს, რომ მათ, თავისივე სიბრძნითა და გამოცდილებით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიდგომა – მათი გაძლიერებაა“, - აღნიშნავს თინათინ რუხაძე. ორგანიზაციულმა ტრანსფორმაციამ ბუნებრივად მოიტანა ვიზუალური განახლების საჭიროება. შეიცვალა ACT-ის ბრენდი, კომპანიამ სრულიად ინოვაციური და ამბიციური განაცხადი გააკეთა ბაზარზე. ბრენდის ცვლილებების სათავეში კომპანიის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდი ანა ივანიშვილი იდგა. მისი თქმით „ცვლილებები მასშტაბური იყო. ბუნებრივად გაჩნდა განცდა, რომ განახლებულ გუნდს, პროდუქტებს თუ ბრენდის ფილოსოფიას ძველი ბრენდით ვეღარ გავიტანდით. თამასა საკმაოდ მაღალი იყო, რადგან ACT თავად უწევს იმავე მომსახურებას სხვებს. გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა დიზაინერ გია ბოხუასთან, რომელმაც ACT-ის პირვანდელ ბრენდინგზე იმუშავა – ჩავთვალეთ, რომ ის ზუსტად გაიგებდა ჩვენს ახალ გეზს და სათანადო ვიზუალურ გადაწყვეტას მოუძებნიდა. რებრენდინგისას ვფიქრობდით, ბოლომდე დაგვეთმო ACT-ის იდენტობა, თუ ნაწილობრივ მაინც შეგვენარჩუნებინა. განახლებულ ლოგოში შენარჩუნებულია ჩვენი დნმ - მონაცემები - რომელიც უფრო შემცირებული ზომითაა წარმოდგენილი, ხოლო თავად წარწერა ACT მკაფიოდ ჩანს. ეს მიუთითებს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ბირთვი, თუმცა დღეს, იმაზე კომპლექსურები ვართ ვიდრე ადრე და მზად ვართ უფრო მეტად ღირებულნი გავხდეთ ჩვენი პარტნიორებისთვის“. კომპანიის წარმომადგენელთან ჩანაფიქრით განახლებულ ბრენდს სრულად უნდა აესახა ორგანიზაციული ტრანსფორმაცია. რებრენდინგს უნდა გადმოეცა ACT - როგორც თანამედროვე, თამამი, გლობალური კომპანია, რომელიც ბევრად მეტს სთავაზობს დამკვეთს, ვიდრე კვლევაა. სწორედ ამიტომ სრულიად შეიცვალა ვიზუალური სტილი. ბრენდისთვის ასე ახლობელი წითელი ფერი ლურჯმა ჩაანაცვლა. შეიქმნა ტიპოგრაფია. შეიცვალა სლოგანი – Think Big ჩაანაცვლა სასიკეთო ცვლილების მნიშვნელოვნებისკენ მოწოდებამ: Empower the Change. ამ წლების განმავლობაში ჩვენი კლიენტები იყვნენ ისინი, ვინც მასშტაბურად ფიქრობდა, ვისაც დიდი ოცნებები და მიზნები ჰქონდა. თანამედროვე გამოწვევებმა და შექმნილმა რეალობამ, ჩვენი ხედვაც შეცვალა - დღეს ჩვენი კლიენტები არიან მომავლის ლიდერები და ორგანიზაციები - ისინი, ვინც ყოველდღე ცდილობენ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ, ჩვენ კი, ამ ცვლილებების მხარდამჭერად ვხედავთ თავს, სწორედ ამიტომ ჩვენი ახალი სლოგანი ამ სასიკეთო ცვლილებების რწმენას ასახავს. განახლებულ ვიზუალურ ბრენდინგზე გრაფიკოსმა დიზაინერმა გია ბოხუამ იმუშავა, რომელიც ACT-ის წინა ვიზუალური იდენტობის ავტორიცაა. „ACT-ის ბრენდინგზე პირველად 13 წლის წინ ვიმუშავე. ახლა კი, ACT-ში მიმდინარე სიახლეების პარალელურად, გადავწყვიტე, გამეთანამედროვებინა ლოგო. წარწერა წინა ფლანგზე მსხვილი ფონტით გამოვიტანეთ, თავად სახელწოდება ACT „მოქმედებასაც“ აღნიშნავს, რაც სლოგანს - Empower The Change დამატებით კომპლიმენტს უკეთებს. ლოგოს მთავარი იდეა – მონაცემები, შენარჩუნებულია, ეისითის ახალ პოზიციონირებაში წამყვანი მოქმედებაა – იდეის და ინსპირაციის მიწოდება, რომელიც რა თქმა უნდა მონაცემებით მყარდება. იდენტობას რაც შეეხება, საფირმო სტილად შავ-თეთრი ფოტოების არჩევა გადავწყვიტეთ, მთავარ ვიზუალურ შტრიხად კი, გლობუსი შევარჩიეთ, რომელიც კომპანიის გლობალურობას უსვამს ხაზს და გამოსახულებას უფრო დინამიურს ხდის. ცალკე გავაკეთეთ დიზაინი სლოგანისთვისაც“, - აღნიშნავს დიზაინერი გია ბოხუა. ახალი ხედვით ეისითის „ბიზნეს-პროცესების მოლის პრინციპი“ აქვს, „ჩვენ გვსურს ვიყოთ ბიზნეს-სერვისების ჰაბი, რომელიც დამკვეთს მისთვის საჭირო მომსახურებას გაუწევს და კომპანიას აღარ მოუწევს სრულიად განსხვავებულ სხვადასხვა მომწოდებელთან ურთიერთობა, რაც დროშიც იწელება და საბოლოოდ, ნაკლებად ეფექტიანია. ვერ წარმოგვიდგენია ბიზნესი მასშტაბირების გარეშე. ეს ამბიცია დაარსების დღიდან გვქონდა, ვყოფილიყავით წარმატებული ქართული კომპანია საერთაშორისო ბაზარზე. გვინდოდა ქართული ინტელექტუალური შესაძლებლობები გაგვეტანა ექსპორტზე. მხოლოდ გასულ წელს, ACT-მ 28 ქვეყანაში იმუშავა. ციფრულ ერაში ოფისიც კი არ არის საჭირო სამუშაოდ, რაც შესაძლებლობების დიდ ჰორიზონტს შლის. ასევე, ვაპირებთ გავაძლიეროთ პარტნიორული ალიანსები და გავხდეთ მაქსიმალურად ფასეულები კლიენტისთვის, ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებით“, - აღნიშნავს თინათინ რუხაძე. ტრანსფორმაციისა და რებრენდინგის შედეგად, ACT განახლებული კონცეფციით განაგრძობს მუშაობას. გლობალური ბაზრის თანამედროვე გამოწვევების პასუხად, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითიმ უკვე გადადგა წარმატებული ნაბიჯი – ტრანსფორმირდა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გამოყენებისთვის.
23.06.2021
2021 წლის 31 მაისს HR hub-ის ორგანიზებით წლის მთავარი HR მოვლენა - HR ბიზნეს სამიტი 2021 გაიმართა. კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითი თავისი გუნდით და უნიკალური პროდუქტებით წარმოდგენილი იყო სამიტზე და ღონისძიებაში რამდენიმე მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. კომპანიის დამფუძნებელი და ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე სამიტის ერთ-ერთი სპიკერის როლში, მონაწილეების წინაშე თემით: „ტრანსფორმაციის სამი ძალა“ წარდგა. ღონისძიებაზე კომპანიამ თავისი სტენდით პირველად მოახდინა რებრენდირებული კომპანიის წარდგენა - ახალი კონცეფციით, ფერით, ლოგოთი და სლოგანით. სტენდთან მოსულ ყველა დაინტერესებულ სტუმარს ინფორმაციას ეისითის ორი ახალი მიმართულების - ბიზნეს ანალიტიკის და მენეჯმენტ კონსალტინგის შესახებ აწვდიდნენ. ბიზნეს ანალიტიკის მიმართულების პოპულარიზაციის და სამიზნე სეგმენტისთვის მთავარი პროდუქტის ორგანიზაციული ქსელური ანატომიის გაცნობის მიზნით, სამიტის ქსელური ანალიზის ჩატარდა, რომლის შედეგადაც ღონისძიების ყველაზე მეგობრული და პროფესიული ქსელის ლიდერები გამოვლინდნენ. ტიტულის მფლობელები კი, ეისითის სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. HR ბიზნეს სამიტს სხვადსხვა კომპანიის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება ერთღიანი ფორმატით გაიმართა და მოიცავდა როგორც სპიკერების გამოსვლას, ასევე პანელ-დისკუსიებს, ვორქშოფებს და ნეთვორქინგ აქტივობებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა HR გამოწვევები და ინოვაციები გახლდათ, სწორედ ამ თემის ირგვლივ მოხდა რეალური ბიზნეს ქეისების, გამოცდილების და იდეების გაზიარება.
23.06.2021
კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითიმ წელსაც მიიღო მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმში. კომპანიის ადამიანების და ორგანიზაციის განვითარების გუნდის წევრები სტუდენტების წინაშე პრეზენტაციით წარდგნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. დასაქმების ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან. ფორუმი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 000-მდე სტუდენტისა და ნებისმიერი კურსდამთავრებულისთვის. ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციები და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები იღებენ. ეისითისთვის მსგავსი ფორუმები ახალი ტალანტების აღმოჩენის და მომავალი თანამშრომლების პოვნის კარგი საშუალებაა. კომპანია სტუდენტებს სთავაზობს როგორც მოკლევადიანი სტაჟირების, ასევე სამომავლო დასაქმებაზე გათვლილ პროგრამებს. ეისითის აქვს პოზიტიური გამოცდილება მსგავს ფორუმზე საინტერესო და მოტივირებული ადამიანების აღმოჩენის კუთხით, რამდენიმე მათგანი დღეს ეისითის მუდმივი თანამშრომლების რიგებშია.
14.06.2021
2020 აუცილებლად შევა კაცობრიობის ისტორიაში, როგორც სამყაროს ტრანსფორმაციის წელი. ამ ანგარიშში ჩვენ შევაჯამეთ ეისითის 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული მოვლენები. გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევქმნით უკეთეს 2021 წელს! ანგარიშის სანახავად მიჰყევით ბმულს.
30.03.2021
პანდემიის გავლენით სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რამაც გვაიძულა ვაღიაროთ ახალი რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.  დიდი  გამოწვევების ფონზე  კომპანიებს ახალი რესურსების საჭიროება გაუჩნდათ და სამუშაოს გადაწყობა მოუწიათ. როგორია ადამიანური რესურსების სფეროს დღევანდელობა, რა გამოწვევების  წინაშე დგანან HR სპეციალისტები და რა შესაძლებლობების გამოყენების შანს ხედავენ, ჩვენ გთავაზობთ კომპანია  One point -ის დამფუძნებლის ნინო ნიაურის ინტერვიუს. ACT: საინტერესოა 2020 წლის მიწურულს, შევაჯამოთ თუ როგორი გამოწვევების წინაშე დადგა ზოგადად HR სფერო?  ვერ ვიტყვით რომ HR სფერო განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა, უფრო ესე ვიტყოდით, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო 2020 წელი. ბუნებრივია HR-ებისთვისაც, კომპანიებში მათი როლიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ერთერთი რთული პერიოდი იყო, რადგან როგორც მოგეხსენებათ HR-ის მნიშვნელოვანი როლი არის გუნდის შეკვრა, ზოგადად გუნდური მუშაობის მხარდაჭერა. ამ მიმართულებით გამოვლინდა სირთულეები - დისტანციურად ადამიანური რესურსის მართვა სიახლე იყო ბიზნესებისთვის. ის გარემოება, რომ არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, რა ვადით და რამდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენდა არსებული ვირუსი, ცოტა  დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევდა. სფეროს მნიშვნელოვნად შეეხო რეგულაციების ნაწილი, ბევრი კომპანია თანამშრომლების შემცირების აუცილებლობის წინაშე დადგა, რაც განსაკუთრებულად მძიმე იყო. ACT: თქვენ როგორც outsource კომპანია, რა სირთულეების წინაშე დადექით და როგორ გაუმკლავდით მას? დაგვეხმარა ის, რომ ამ პერიოდში უფრო მეტი მობილიზება მოვახდინეთ. ჩატარებული სამუშაოების გაანალიზების შედეგად, შემიძლია ვთქვა, რომ შევეცადეთ, ჩვენი რესურსები პოტენციური კლიენტების დასახმარებლად გამოგვეყენებინა და ამან რა თქმა უნდა გაზარდა ჩვენი სამუშაოს მოცულობა; ბევრი ახალი სფერო გავიცანით ამ პროცესში, თავისთავად პროცესებიც ბევრად განსხვავებული და ამდენად ძალიან საინტერესო იყო. სირთულეები იყო, მაგრამ ამ სირთულეებმა გაგვაძლიერა და რაღაცნაირად ჩვენი სამუშაო ბევრად უფრო ნაყოფიერი, ცოცხალი და აქტიური გახადა და შეგვიძლია ეს პოზიტიურ ჭრილშიც განვიხილოთ. ACT: ფიქრობთ თუ არა, რომ პანდემიის გამო მიღებული ზიანის გამოსწორება Hr სფეროში შესაძლებელია თუ არა და რა გზებით? სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას არამარტო HR-ული, არამედ კომპლექსური მიდგომები სჭირდება, ზოგადად ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მაგრამ მარტო ზიანზე ვერ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი პოზიტიურიც მოხდა ამ პერიოდში. მაგალითად ის, რომ ბევრმა სასწავლო ცენტრმა ხელმისაწვდომი გახადა საკმაოდ ძვირადღირებული ტრენინგები და მასტერკლასები. ამით ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა ესწავლა ის, რაც მანამდე უნდოდა და შეიძლება დროის ან ფინანსების უქონლობის გამო ვერ ახერხებდა. ახლა ეს ხელმისაწვდომი გახდა და  ბევრმა კვალიფიკაცია აიმაღლა, რაც თავისთავად ძალიან კარგია შრომის ბაზარზე. თუმცა ის ფაქტი, რომ  დიდი რაოდენობა ადამიანებისა დარჩა უმუშევარი, თავისთავად მნიშვნელოვნად ართულებს შრომის ბაზარს და ალბათ კიდევ ძალიან ბევრი  დრო დასჭირდება, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ბუნებრივია HR-ებისთვის ეს  საკმაოდ რთული პერიოდი იყო და რთულად გადასატანი იყო, ძალიან რთულია როცა რესურსების მობილიზებას აკეთებ და მერე შენი რესურსები გეკარგება გარემო პირობების გამო. ვინც დარჩა უმუშევარი, იმისთვის ეს განსაკუთრებით  მტკივნეულია, თუმცა კომპანიებისთვისაც საკმაოდ რთული იყო და მე არ მეგულება დამსაქმებელი, რომელიც რომ ამ პროცესით მოგებული დარჩა, პირიქით ბიზნესებისთვის საკმაოდ მძიმე იყო ამ გადაწყვეტილებების მიღება, რომ მათი თანამშრომლები სახლში უნდა გაეშვათ. იმედი მაქვს რომ ეს პროცესი  აღარ გაგრძელდება, მალე დასრულდება და შემდეგი წელი იქნება განვითარების წელი. ACT: თქვენს მომსახურებაზე, რომელ სერვისზე/სერვისებზე გაიზარდა განსაკუთრებით მოთხოვნა პანდემიის პირობებში? თუ შევადარებთ წინა წელს მაგალითად, როცა პანდემია არ გვქონდა უფრო გაიზარდა კონსალტინგური პროექტები და ბევრ კომპანიაში მოგვიწია სისტემური და პროცედურული ცვლილებების გაკეთება. ზოგან ეს მტკივნეული იყო, ზოგან ნაკლებად. ბუნებრივია  ცვლილებები აღქმის დონეზე გარკვეულ სირთულეებთან არის ხოლმე დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში, პროცესების სწორად დაგეგმვა და ოპტიმიზაცია ბევრ კომპანიას, დაეხმარა, რომ მინიმალური დანახარჯებით ემუშავათ პანდემიის პირობებში და ფაქტობრივად, თავი გადაერჩინათ. ამ მხრივ ვთვლით, რომ წარმატებული პროექტები განვახორციელეთ და ამით ძალიან ვამაყობთ. ასევე მაღალი მოთხოვნა იყო ჰედჰანთინგზეც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ძირითადად შემცირებები იყო კომპანიებში,  მოთხოვნა მაინც არის კვალიფიციურ კადრებზე. მენეჯერულ პოზიციებზე, პროგრამისტებზე და ტექნიკურ პოზიციებზე ბაზარზე ისევ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ეს ძალიან გვახარებს, ეს ნიშნავს, რომ ისევ ვვითარდებით და ეს ძალიან კარგია. ასევე დიდი მოთხოვნა იყო HR პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რადგან დისტანციური მართვის პირობებში ავტომატიზაციის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა კომპანიებისთვის. ACT: თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ამ კუთხით 2020 წელს გამოვლენილი პრობლემები სამომავლოდ? ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ რეალურად ამ საკითხს და პრობლემას არ ვუწოდებთ, ბოლო პერიოდში, ამაზე ვიმსჯელეთ კომპანიის შიგნითაც და ვფიქრობთ, რომ 2020 წელი ყველასთვის დიდი გამოწვევა იყო, რამაც სინამდვილეში კი არ შეცვალა რამე, უბრალოდ დააჩქარა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ვგულისხმობ დიჯიტალიზაციას და მართვის დისტანციურ სისტემებს, ეს არის რეალურად ბიზნესის მომავალი. ბიზნესის მომავალი ავტომატიზაციის პროექტებია, ალბათ ამას წლები დასჭირდებოდა რომ კომპანიები გადასულიყვნენ ონლაინ სისტემებზე და ვფიქრობთ, პანდემიამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩააყენა ბიზნესები და მათ მოუწიათ იძულების წესით, სასწრაფოდ გამოსავალი მოეძებნათ და ბევრმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მართალია  დღეს ეს რთულად გვეჩვენება, მაგრამ ბიზნესებისთვის სამომავლოდ ძალიან კარგია და ეს ცალსახად  წინ გადადგმული ნაბიჯია. ACT: როგორ ფიქრობთ, რომელი პროფესიების და უნარების საჭიროება გაჩნდება მომავალში? ჩვენ ვვარაუდობთ და კვლევებიც ადასტურებენ, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით და ზუსტ მეცნიერებებზე მოთხოვნა გაიზრდება. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა, რომ  ძირითადი აქცენტი მულტიფუნქციურ და ადვილად ადაპტირებად ადამიანებზე იქნება. სამომავლოდაც ვფიქრობთ, რომ ბაზარზე ესეთი ადამიანები დაიმკვიდრებენ ადგილს და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთი პროფესია უკვე საკმარისი აღარ არის. აქამდე,  ადამიანი ერთ პროფესიას რომ ირჩევდა და მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მიყვებოდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღეს ეს რეალობა უკვე შეიცვალა და ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პროფესია შეიძინონ, დამატებით მეტი რამე ისწავლონ. ამის ხელშემწყობი ფაქტორი სწავლის ხელმისაწვდომობაც არის,  თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სამომავლოდ,  სწორედ ასეთ მულტიფუნქციურ და მარტივად ადაპტირებად ადამიანებზე იქნება აქცენტი და ამ მხრივ დასაქმებულების დამოკიდებულებაც შეიცვლება. ACT: რას ურჩევდით კომპანიებს, რა არის მნიშვნელოვანი დისტანციური მუშაობის დროს? მე ვფიქრობ რომ ყველანაირი ტიპის მართვის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას. არ აქვს მნიშვნელობა ეს დისტანციური იქნება თუ ფიზიკური. დისტანციურმა მუშაობამ კომუნიკაციის ნაწილი განსაკუთრებულად სენსიტიური გახადა. დისტანციური მუშაობის დროს, გუნდური მუშაობის მხარდაჭერა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახადა. ამ მხრივ განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო კომპანიებში, რეალურად გუნდების დისტანციურ მართვაში კომუნიკაცია, დაგეგმვა და დროული უკუკავშირი -  არის 3 ძირითადი ასპექტი, რომელიც ერთი მხრივ დასაქმებულებს უქმნის გარკვეულ კომფორტს, იმიტომ რომ მათთვის ცხადი ხდება მოლოდინები და მეორე მხრივ, დამსაქმებლისთვის არის უფრო მიღწევადი შედეგები ამ ტიპის მართვის დროს და შესაბამისად, ეს სამი კომპონენტი იქნებოდა ალბათ ის სამი რაღაც, რასაც მენეჯერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენ One Point-ში ძალიან ვცდილობთ რომ ეს სტილი შევინარჩუნოთ და სისტემატიურად გვქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად ვმუშაობთ, სრულად 100%- ით. გვიწევს რა თქმა უნდა კლიენტ კომპანიებთან ფიზიკურადაც კომუნიკაცია და შეხვედრებზე სიარული, თუმცა ვან ფოინთის გუნდი დისტანციურად ვმუშაობთ. ძალიან გვეხმარება ის რომ ჩვენ გვაქვს სისტემატიური, სტაბილური კავშირი ერთმანეთთან და ვუზიარებთ ყველანაირ სიახლეს თუ პრობლემას ერთმანეთს. ეს ერთობლივი მუშაობის სტილი ძალიან ნაყოფიერია. დიდი კომპანიებისთვის ძალიან რთულია ამის გაკეთება, დიდ კომპანიაში ყოველდღე ყველა თანამშრომელთან შეხვედრა ვერ გექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ სტრუქტურული ერთეულის შიგნით მოხდეს ეს კომუნიკაცია და მოხდეს ყოველდღიური შეხვედრები, თუნდაც ორ დღეში ერთხელ, მაგრამ თანამშრომელს  ჰქონდეს  განცდა,  რომ ის ჩართულია ამ პროცესში და არავის არ დავიწყებია. გვქონია შემთხვევა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს რჩევისთვის თანამშრომლის ცუდი შედეგების გამოსწორების მიზნით, თუმცა, რომ ჩავეძიეთ, აღმოჩნდა, რომ პანდემიის პერიოდი რაც  დაიწყო, თანამშრომელთან კომუნიკაცია ხელმძღვანელს მხოლოდ მეილებით და ისიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით ქონდა. ბუნებრივია, ეს დასაქმებულის შედეგებზეც აისახებოდა. ამ დროს,  თანამშრომელსაც უჭირს, რომ თავის თავი აღიქვას კომპანიის ნაწილად, სწორად დაგეგმოს და გაიაზროს ყველა საჭიროება, ამიტომ ეს კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საუკეთესო შედეგების მიღწევის პროცესში. ნინო ნიაური HR აუთსორსინგული კომპანია ONE POINT-ის დამფუძნებელი და პარტნიორი
25.12.2020
გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ ვისწრაფვით, ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ, ავამღალოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება. #orangetheworld #16Days #WEPs #EqualityMeansBusiness #WeEmpower
30.11.2020